ფერადი ფიქრები.

                       
ჩვენი პუბლიკაციები , გაზეთები


რას ფიქრობენ საგნები? გაპიროვნება




                                                 "იამბე ციხის ნაშალო"                    
   განხორციელდა სასწავლო პროექტის. საინტერესო  სამუშაოები  სახალისოდ შევასრულეთ.  ვითანამშრომლეთ მასწავლებელთან, თანატოლებთან, ვისწავლეთ და ვასწავლეთ!
წავიკითხეთ ისტორიული მოთხრობები. შევადარეთ გმირის საქციელი.ვიმსჯელეთ.
შევაგროვეთ მონაცემები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული ციხეების შესახებ. დავაჯგუფეთ და წარმოვადგინეთ ცხრილის სახით. დავამზადეთ ბუკლეტები "იცნობდე შენი ქვეყნის ისტორიას"გადავიღეთ სურათები და წარმოვადგინეთ სლაიდების სახით. უფრო ახლოს რომ გაგეგო რა გვიამბობს ციხის ნაშალი ქვები ვიყავით გონიოს ციხის ნანგრევებზე  მოვისმინეთ , ინტერვიუ ავიღეთ გიდისაგან. ჩავატარეთ გაკვეთილი ციხის ეზოში.
შთაბეჭდილებები ჩავწერეთ. დავხატეთ, მოვაწყეთ საკლასო გამოფენა. დავამზადეთ პოსტერი. ..
ძალიან საინტერესო, დატვირთული თვე გვქონდა . მოსაწყენად ნამდვილად არ გვეცალა.


გილოცავთ ახალ წელს!

Картинка2013 წელიც მიიწურა. როგორც ყველა  თანატოლი ჩვენც ვემზადებით , შევიქმენით საახალწლო განწყობილება. დავამზადეთ  მისალოცი ბარათები. მივწერეთ წერილი თოვლის პაპას, გამოვჭერით ბალერინები, ფიფქები, გირლანდები მოვრთეთ კლასი.
     ყველას გილოცავთ ახალ 2014 წელს. ლურჯი ცხენის წელიწადს მოეტანოს ყველას ოჯახში ხვავი და ბარაქა, სითბო და სიხარული, სიყვარული და მრავალი წარმატება.





                 

 ერთი დღე ექსკურსიაზე

                 წლების წინ ჩვენი სკოლა აკაკი წერეთლის სახელს ატარებდა. გავდავწყვიტეთ მის შესახებ მეტი გაგვეგო.  შევისწავლეთ  "სულიკო" , " განთიადი"  "გაზაფხული", "ციცინათელა" ...    
       კლასში კინოთეატრი მოვაწყეთ და კედელზე " აკაკის აკვანიც" გაცოცხლდა. ამან უფრო მეტის სურვილი გაგვიჩინა და  2013 წლის 8 ივნისს აკაკის ნაფეხურებსაც მივაკითხეთ.

     სავანე,  მართლაც სავანეა. დიდ გაშლილ მინდორზე დგას პატარა ოდა სახლი. იქვე ეზოში ეკლესია. სანთლები დავანთეთ და უფალს მადლობა  გადავუხადეთ.
   დიდი შთბეჭდილება მოახდინა სხვიტორმა ზუსტად ისეთივე აღმოჩნდა როგორადაც  აკაკი აღწერს " ჩემს თავგადასავალში". თითქოს ხელით შევეხეთ და მოვეფერეთ მას. ამ სახლ-მუზეუმში ხომ ყველაფერი დღემდეა შემონახული.  გიდის საინტერესო  მონათხრობმა კიდევ უფრო  ახლოს მიგვიყვანა აკაკისთან.
    საღამოს ემოციებითა და შთბეჭდილებებით დატვირთული დავბრუნდით მშობლიურ ქალაქში. ჩვენს თანატოლებსაც გავუზიარეთ. ალბათ ძალიან დიდხანს არ დაგვავიწყდება  აკაკი წერეთელთან სტუმრობა.
  გადავწყვიტეთ ამ ზაფხულის არდადეგებზე   წავიკითხოთ აკაკი წერეთლის ავტობიოგრაფია " ჩემი თავგადასავალი".



თუთიყუში.
სანდრო თურმანიძე. 8 წლის

 ერთ ბავშვს ყვითელი თუთიყუში ჰყავდა. ერთ დღეს კატა თუთიყუშის გალიასთან მივიდა და გალია გატეხა. იგი მას შეჭმას უპირებდა . თუთიყუში გაფრინდა. ბიჭი ყველგან ეძებდა ეზოში, მეგობრებთან, მეზობლებთან.

თუთიყუშმა მზე დაინახა და გადაწყვიტა, რომ მასთან მიფრენილიყო. თუთიყუშს შუა გზაში დასცხა და ძირს ჩამოვარდა. იგი მის მოწყენილ პატრონს ხელში ჩაუვარდა.






დაკარგული წითელი ფანქარი.
 საბა აბაშმაძე. 7 წლის

მხატვარი წითელი ფერის ფანქრით მზის ჩასვლას ხატავდა. დაღამდა. შუქი ჩაქრა . ნახატი დაუსრულებელი დარჩა. მხატვარი დასაძინებლდ წავიდა. წითელი ფანქარი გამოგორდა, მაგიდიდან გადმოვარდა, იატაკის ხვრელში ჩავარდა და დაიკარგა.
დილით მხატვარს ნახატის დასრულება უნდოდა, მაგრამ წითელი ფანქარი ვერსად იპოვა. დაღონებული გარეთ გავიდა. ბროწეულის ხის ქვეშ შუაზე გახეთქილი ბროწეული იპოვა. შინ შეიტანა, წვენი გამოწურა, ხის ჯოხისაგან ახალი გამოთალა, შიგ ბროწეულის წვენი ჩაასხა და ხატვა გააგრძელა.
ნახატი ისეთი ლამაზი გამოვიდა, რომ მზე ფურცლიდან გადმოვიდა და მადლობის ნიშნად ოთახი გაანათა.

Комментариев нет:

Отправить комментарий